| saiti |
|---|
| eg saiti ikideba 25 larad msurvelebma damikavshirdit nomerzr:
858484569
skypeze: nika-nika7071
saxeli:nika
gvari:qobuladze
kidev IKIDEBA saits:spiko.ucoz.com 25 larad http://spiko.ucoz.com/
axal saits vaketeb 10 larad |
| magari saiti |
|---|
| http://drako.chatium.com/ originali chat saitia shemodit all |
| ჩვენი გამოკითხვა |
|---|
|
| სტატისტიკა |
|---|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|
ხუთშაბათი, 2012-05-17, 3:28 AM მოგესალმები სტუმარი
Главная страница
წელი: 2011 ჟანრი: 3D / Action შემქმნელი და გამომცემელი: ს.შ.ს.ს პლატფორმა: PC ინტერფეისის ენა და გახმოვანება: ქართული ფაილის ზომა: 894.4 მბ.
თამაშის აღწერა: ეს არის პირველი 3D ქართული თამაში, რომელიც სულ რამდენიმე საათია ინტერნეტ სივრცეშია. ამ თამაშის პრეზენტაცია ამ კვირაში იყო. თამაშმა ხალხის მოწონება დაიმსახურა. თამაშში მთავარი მოქმედი პირი, პატრულის რიგითი თანამშრომელია, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებებს ებრძვის. გეიმფლეი ნორმალურია, აგრეთვე დახვეწილადაა გახმოვანებული, თამაში მთლიანად მიახლოვებულია რეალობასთან. თქვენ მოგიწევთ თბილისის ქუჩებში არაერთი დამნაშავის დაკავება. თამაში დატესტილია და 100% ით გამართულია.
GADMOWERA
|
 ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა ... კითხვის გაგრძელება »
|
ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60 წლისა, თითქმის ჩემი ბებიის ხნის. ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა ერქვა. მახსოვს, ადრე მისი ნაყოფი ბებიას ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა, დილით რკინიგზის სადგურიდან მოსული, სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი, გულში ჩამიკრავდა, მუშტისოდება ცივ, შეუხედავ, შემჭკნარ ვაშლს ლოგინში შემომიგორებდა და მეტყოდა: - აგი, ნენა, შენი ეზოს ხაზარულაა, კია ალმასხანას დაფინოსავით დაპრანჭული, მაგრამ მაგის უკეთესს ვერაფერს მოიხილავ უზმოზე, ჭამე, შენ შემოგევლოს შენი ბებია... მართლაც უგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა. ომის დროს სოფლის ხიზანი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი. მარანზე იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი, სიხმელე შეპარული, მაგრამ მაინც ამაყი, მკლავგაშლილი, ლამაზი, ღონიერი და უზარმაზარ ჩრდილიანი. კოპეებით, ორშიმოებით, ორჩხუშებით, პატარ-პატრა დოქებით ჩამოხუნძლული, თუმცა, რად გინდა, თურმე აგერ, მესამე წელია, აღარ ყვავილობდა და ცხადია, აღარც ნაყოფს ისხამდა. 1942 წელს ადრე გაზაფხულზე, სის ... კითხვის გაგრძელება »
|
განა არ იყვნენ ჩვენს დაბაში განთქმული ადამიანები? გინდაც, შაბაშელა _სოფლის დიაკვანი , პატრონი ულამაზესი, ახალგაზრდა ცოლის ზიზილასი. როცა ზიზილა სადღესასწაულოდ ქართულ კაბაში მოირთვებოდა, დიაკვანი ორივე ხელს გაშლიდა ცოლის სილამაზით გაკვირვებული და აღტაცებით შეჰღაღადებდა: „დაფარნა ცანი მშვენიერებამან შენმან და ქებითა შენითა აღავსო ქვეყანა! შე კურთხეულის შვილო, რამ გაგაჩინა ეგრე ლამაზი? " კიდევ? მოხუცი სამხედრო, გადაყრუებული, გადაშტერებული, „გიტარა_მაიორი". ოდესღაც სიმღერა ჰყვარებოდა, ახლა კი, ხეზედ ამოსულ სოკოს აბედივით გამომშრალს ყურში ჩაძახილიც ძლივს ესმოდა. _ბევრი მათრია, მაგრამ მეც ძაღლის კუდივით ვითრიე წუთისოფელიო!_ნუღნუღით კვეხულობდა და ხველებ_ხველებით ხითხითებდა. შემდეგ: ჭამპურა ჭამაპურიძე, რომელმაც ჭამა იცოდა სანაძლეოზე და უყვარდა ყანწიანობა. ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია-ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? _ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მარილი, ხა ... კითხვის გაგრძელება »
|
მესარკე სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას. ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს: - ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები, მადლობა ღმერთსაო! დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ... კითხვის გაგრძელება »
|
 ცხოვრება [რედაქტირება] მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მომდევნო კრებულები "ლექსები", "პოემა" დაიბეჭდა 1962 წელს; "იარონ" - 1970 წელს; "თქვი" - 1971 წე ... კითხვის გაგრძელება »
|
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
<... კითხვის გაგრძელება »
|
 მს ნაცრისფერ კედებს ვუყურებ ხორკლიან ასფლატზე, ჯერ მარცხენა ჩანს მერე მარჯვენა, მერე ისევ მარცხენა, თორმეტი ათას სამას სამოცდამეხუთე ნაბიჯია, არა კი არ ვითვლი, რატომღაც ასე ვფიქრობ. მივდივარ ხორკლიან რუხ ასფალტზე, მრუმე ღრუბლები მიიზლაზნება ჩემს ზემოთ, მე კი არ მივდივარ, ფეხები მიდიან თავისით, მე გზა არ მაქვს, უბრალოდ სადღაც ტვინის რომელიმე უბანზე ავტოპილოტის ბრძანება მივეცი და გაურკვეველ მიმართულებას მივენდე როგორც ხომლადი ზურგის ქარს. ჩემდაუნებურად მივყვები ნაცნობ გზას, მაღაზიასთან ღიპიანი და მელოტი კაცი ზის ტაბურეტზე და იღრიჯება, პერანგი ლამისაა ღიპზე შემოასკდეს, მაღაზიიდან კაკუნით გამოდის შავ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მაღალი ქუსლებით და პორტფელით ხელში, ქუჩაზე გადავდივარ, საცობია, მარშუტკებით გაჭედილა, უკან ყვითელმა ავტობუსმა დაიღრჭიალა და გაჩერდა, რატომღაც გავიქეცი და ავტობუსის ღია კარებში ავხტი. გზა ოდნავ განთავისუფლდა, ავტობუსი გაიზმორა და ნელა შეუდგა გ... კითხვის გაგრძელება »
|

ბაღი ხელოვნების ნიმუშია, მას ასევე განიხილავენ ისტორიის საგანგებო წყაროს. ბაღი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისას წარმოიშვა. ბაღის თავდაპირველი დანიშნულება იყო საცხოვრებელთან სასარგებლო მცენარეების მოყვანა, კულტურის განვითარების კვალობაზე, თანდათან ნარგავებს მოხდენილ სახეს აძლევენ.
დღეისთვის ბაღებს ადამიანსი ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება. დღეისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ბაღები მათგან საკმაოდ ბლომად არის ბრიტანეთში. ბაღის ერთ-ერთი სახეა ბოტანიკური ბაღი.
პირველი ბაღები, რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმ... კითხვის გაგრძელება »
|
 დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრ ... კითხვის გაგრძელება »
|
|
|
| კალენდარი |
|---|
| « მაისი 2012 » | | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|